დავით მიქაძის ინტერესებს ვალერი გელბახიანი დაიცავს (პირველი კომენტარი)

სულ ნახვები : 3,878
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გავაფორმე ხელშეკრულება იურიდიულ მომსახურებაზე,  გავეცანი საქმის მასალებს, - ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა Cnews-თან საუბრისას განაცხადა და დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძმები მიქაძეების საქმეში, რომელიც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას უკავშირდება, მიქაძეების ინტერესების დამცველი თავად იქნება.

გელბახიანის განცხადებით, მან სრულად შეისწავლა ჯანგველაძის მკვლელობის საქმის 25 ტომიანი მასალა თუმცა, ვერ იპოვა ვერც ერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საქმეზე  დაკავებული პირების ბრალეულობა ირიბად მაინც დასტურდებოდეს.

 

„სულ არის 25 ტომი, ძალიან მოცულობითი საგამოძიებო დოკუმენტაციაა, საპროცესო აქტებია, ასევე გამოთხოვილი ინფორმაციებია და ცხადია  მთლიანად გავეცანი მტკიცებულებებს რაც ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი აქვს გამოძიებას და პროკურატურას.

ბევრჯერ გავოცებულვარ მსგავსი ფიქცია ბრალდებებით,  მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ დაანონსებულ ბრალდებასთან გვაქვს საქმე მტკიცებულების გარეშე.

- რას ნიშნავს დაანონსებული ბრალდება?

- იმას ნიშნავს რომ ჯერ მოდი დავიჭერ და მერე ვიზრუნებ მტკიცებულებების შეგროვებაზე, ასეთი მიდგომაა, რომელიც არათუ არასერიოზულია საგამოძიებო პრაქტიკაში არის ძალიან მავნე და დამაზიანებელი.

მკვლელობების მიმართულებით ძალოვან უწყებაში  ვიმუშავე შვიდი წელიწადი და არ მახსოვს არასოდეს რომ საგამოძიებო ტაქტიკა ანონსით წასულიყო. მე მესმის, რომ გამოძიებას უნდა ჰქონდეს რამდენიმე ვერსია, უნდა მუშაობდეს ერთ ძირითად ვერსიაზე და იქიდან შეიძლება დამატებითი ვერსიები მიაწოდოს საზოგადოებას, მაგრამ მე არ მესმის ფეიკ ვერსიების, არ მესმის ჭორების ვერსიების, ეს არ არის გამოძიების საქმე. ამაზე ყურადღებას ვამახვილებ იმიტომ, რომ საქმეში აღმოვაჩინე ე.წ. ჭორი ინფორმაციები, რომლებზედაც არის გამოძიება აგებული. გაოცებული ვარ იმით, რომ გამოძიების არცერთი ტექნიკური სტანდარტით, არ შეესაბამება  იმას, რომ ობიექტური სურათი შეიქმნას. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება , უნდა დავარწმუნოთ დაზარალებული მხარე იმაში, რომ ამ შემთხვევაში არ შეიქმნან  ცრუ შთაბეჭდილება იმის თაობაზე,რომ  გამოძიების მიერ დაანონსებული პირები, არიან რეალურად დამნაშავეები.

ეს საგანგაშოა ყველა მხრივ. გამოდის, რომ გამოძიებას არა აქვს არანაირი მტკიცებულება და აპირისპირებს მხარეებს სამკვდრო სასიცოცხლოდ, ნაცვლად იმისა, რომ ამის პრევენციას ეწეოდეს საგამოძიებო ორგანო, პირიქით, სპეციალურად ხდება ამ მიმართულების მიცემა.

მე საქმეში ვერ ვიპოვე ვერც ერთი დოკუმენტი, მტკიცებულებაზე არ არის საუბარი. მტკიცებულებების მოპოვებას აქვს თავისი კანონით დადგენილი წესი და როდესაც დამაგრება ხდება, ოქმი დგება ან ხდება დაკითხვა, ეს უნდა ხდებოდეს საპროცესო, დადგენილი წესის მიხედვით, მაშინ არის ის შესაძლო მტკიცებულება, უტყუარი ის არ არის მანამ, სანამ არ იქნება საქმის არსებითი განხილვა, ამიტომ ვიდრე ყველაფერს ჰქვია შესაძლო დოკუმენტები, არ შეიძლება რაიმეს ეწოდოს მტკიცებულება. საქმეში  არის ჭორი, აღებული საფუძვლად და ბრალდებაში წერია ისეთი რამ,  გაჭირდება გელა უძილაურსაც  მიუსაჯონ,   ჩიხში შევა სასამართლო, რადგანაც ქუდი აქვს ამ ბრალდებას ასეთი, რომ სხვა პირთა დაკვეთით მოხდა და ეს სხვა პირები ამ შემთხვევაში არიან ძმები მიქაძეები, ჯოხაძე, რომლებზეც არაფერი არ არის და როგორ უნდა მიუსაჯონ უძილაურს თუ მტკიცებულების ეს ნაწილი ჩამოეშლებათ?

- რისი მიღწევა სურს გამოძიებას?

- გაოცებული ვარ, რაღაც უცნაური გზა და მეთოდი აირჩია გამოძიებამ და რისი მიღწევა უნდა ამას ვერ ვხდები. როდის იყო, რომ ჭორებზე დგებოდა  საგამოძიებო ვერსიები, ეს არ მომხდარა არასოდეს. ეს პრესა ხომ არ არის რაიმე ღონისძიებას აანონსებდე. ბრალდებას რომ აცხადებ საჯაროდ და აგებინებ სამყაროს, რომ ეს კაცი მონაწილეა ამ საქმეში, ერთი ფურცელი ხომ მაინც უნდა გედოს საქმეში, რომელიც ამაზე მიანიშნებს?!

- აპირებთ ამ საქმესთან დაკავშირებით მიმართოთ პროკურატურას?

- ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და როგორც მოქალაქე და როგორც იურისტი ვალდებული ვარ ასეთ დროს სახელმწიფოს დავეხმარო და სწორი ინფორმაცია მივაწოდო. პირველ რიგში სწორი ინფორმაცია მივაწოდო დაზარალებულ მხარეს.

მეორე ის, რომ რადგანაც გავეცანი საქმის მასალებს და დავრწმუნდი, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანები არიან გამოცხადებული დამნაშავეებად, შევქმენი შესაბამისი დოკუმენტი და დავწერე შუამდგომლობა, ქალაქის პროკურატურის  საგამოძიებო ნაწილის სახელზე . ამ შუამდგომლობებით ვითხოვ, რომ ვინაიდან არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები შეწყდეს სისხლის სამართლის დევნა. თუ არ შეწყდება გამოაქვეყნონ საჯაროდ, მე ხომ ვერ ვნახე ვერაფერი 25 ტომიან საქმეში, იქნებ მათ აქვთ გადამალული რაიმე დ ა ჩვენ არ ვიცით. გამოგვიქვეყნოს ის ნაწილი და ეპიზოდი, რომელიც ადასტურებს ძმები მიქაძეების  მონაწილეობას საქმეში“, - განუცხადა გელბახიანმა Cnews-ს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა