ქართველი ხალხის ეპოქალურ გამარჯვებამდე საათებია დარჩენილი - პაატა ბურჭულაძე
....
მეგობრებო, ოთხ ოქტომბრამდე, ქართველი ხალხის ეპოქალურ გამარჯვებამდე საათებია დარჩენილი, - ამის შესახებ დღეს, 3 ოქტომბერს „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მინისტრი გადაწყვეტს ქვეყნის დატოვებას, ეს არ შექმნის რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირების მხრივ კოლაფსს, არც ერთი წუთით.
„ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველზე, რათა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლება. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გსურთ ღირსეული და თავისუფალი საქართველო მოდით ყველანი 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე. არავინ იფიქროთ, რომ სხვისი მისვლა საკმარისია. გარდა ამისა გვიდან გავაკეთოთ ერთი განცხადება. ხშირად გვეკითხებიან რა მოხდება როდესაც ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება? მინდა გითხრათ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება. თუ რომელიმე მინისტრი ანა მაღალჩინოსანი გაიქცევა, ე არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც კი არ შეიქმნება. ყველა სასიცოცხლო, სახელმწიფო სერვისი ისეთი, როგორიც არის ჯანდაცვა, ხელფასების და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა გარანტირებული იქნება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მინისტრები, არამედ ინსტიტუტებში უამრავის სხვადასხვა აპოზიციაზე განაწილებული პროფესიონალი. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. ამიტომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, 4 ოქტომბერს 16:00 საათზე, რუსთაველს მოდით ყველანი, მიღეთ მონაწილეობა ისტორიულ კრებაში, ერთად შევქმნათ ახალი საქართველო, დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.