ყველაფერს მოვყვები! - სკანდალური ექსკლუზიური ინტერვიუ წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ოქროს მოწმესთან

სულ ნახვები : 65,136
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

....

16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე CNews-სთვის ახალი ექსკლუზიური დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ობიექტზე, სადაც კონფლიქტი თავდაპირველად დაიწყო, სამუშაობს კომპანია შპს გრინ ლაიფ ქონსთრაქშენი“ აწარმოებდა (კომპანიის დამფუძნებელი და დიექტორი შალვა ლიპარტელიანი). სამუშაოებს ვინმე ვატო კვანტალიანი ასრულდება. მოგვიანებით, ობიექტზე ზვიად მაისურაძეც შედის. CNews-ის წყაროს ინფორმაციით, კონფლიქტი სწორედ ვატო კვანტალიანსა და ზვიად მაისურაძეს შორის დაიწყო. ამასთან, წყარო ამბობს, რომ ძმებ ზვიადაურებს დასახმარებლად მაისურაძემ დაურეკა, თუმცა CNews-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მასურაძე აცხადებს, რომ ზვიადაურებისთვის კი არა, საერთოდ არავისთვის დაურეკავს. ამასთან, მკვლელობის „ოქროს მოწმე“ პირველი კონფლიქტის და ასევე წინანდლის ტყეში განვითარებული მოვლენების დეტალებს საჯაროდ პირველად ყვება და ამბობს, რომ არის საკითხები, რაც მისი და მისი ოჯახის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია.

CNews გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთ მთავარ მოწმესთან, ზვიად მაისურაძესთან.

- ბატონ ზვიად, მიამბეთ, 16 აგვისტოს რა მოხდა?

- პირველ რიგში, გკითხავთ: თქვენ როგორ ფიქრობთ რა მდგოამრეობაში ვარ? - ვარ დაჭრილი, ვარ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ხალხი დაიღუპა, ხო? მორალურადაც და ფიზიკურადაც ვარ ცუდად. გასაგებია, რომ ჟურნალისტები ხართ და ჩემგან რაღაც კითხვებზე პასუხის გაცემა გინდათ, მაგრამ...

- ბატონო ზვიად, სიმართლის დასადგენად გირეკავთ - ყველა მხირდან რომ ითქვას სიმართლე...

- არსად არ ვიმალები და აუცილებლად გაგცემთ პასუხს.

- უბრალოდ, ადასტურებთ თუ არა, რომ კონფლიქტი თავდაპირველად თქვენსა და ვატო კვანტალიანს შორის დაიწყო?

- მოკლედ გეტყვით, რაც მოხდა, დაახლოებით, იცით, იქ იყო სამშენებლო ინვენტარზე კამათი.

- ვის და ვის შორის?

- ჩემი მხირდან იყო შენიშვნა, თხოვნა მეგობრული, რომ ძალიან გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ამას ნუ გამიფუჭებთ, ღირებულია და ცოდოა ამისთვის ამის გაფუჭება... ამის შემდეგ ჩაერთო კვანტალიანი, სადაც ჩვენში მოყვა ამ ყველაფერს ბრიყვული პასუხი. ეს ბრიყვული პასუხი გადაიზარდა კამათში და ამას მოყვა ხელჩართული ბრძოლა და ცემა.

- ვისი მხრიდან?

- ჩვენი მხრიდან ხელის ქნევაც არ იყო, დავიჩაგრეთ და ა.შ.  არ ვარ მზად, ახლა ცუდად ვარ, უბრალოდ, ნამდვილად გიპასუხებთ ნებისმეირ ჟურნალისტს ყველა შეკითხვაზე.

- ჯანმრთელობას გისურვებთ, მაგრამ ერთ კითხვაზეც მიაპსუხეთ: ზვიადაურები თქვენ მიიყვანეთ, ასე ვთქვათ, საქმის გასარჩევად?

- არ მიმიყვანია მე! მე შეიძლება, კონკრეტულად გითხრათ, რომ ჩემი ზარიდან არცერთი ადამიანი არ ყოფილა. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვისაც უნდოდა ჩვენი ცემის მერე, ესე ვიტყვი, თუ არ ვცდები, დაღუპულს მეორე მხრიდან, იქ ვინც ისროლა, მე მგონი, იმას დაველაპარეკე თუ იმის ბიძაშვილებს. მართლა არ ვიცი. ვცადე, რომ კიდე რბილად, მეთქი, რა გაკადრეთ ისეთი, რა გითხარით ისეთი, რომ ამის გამო ესე მცემეთ.

- ეს ჩხუბი ტყეში იყო?

- არა, ეს იყო ობიექტზე.

- მერე, ტყეში გაგრძელებულ ჩხუბში თქვენც მიიღეთ მონაწილეობა?

- ვმონაწილეობდი - არა, იქ ვიყავი და შემეხნენ ფიზიკურად. თუ კარგად მომისმენთ, სრულ სიმართლეს გეუბნებით - მე მივედი, ჩვენც ვასრულებთ იქ სამუშაოებს, ოღონდ სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს ვასრულებთ მე და ის დანარჩენი, სხვა კომპანია. ჩემს ნივთზე ვუთხარი, რომ ამას ნუ იყენებთ ამისთვის, ამას მოყვა ბრიყვული პასუხი. ეს ბრიყული პასუხი გადაიზარდა ლაპარაკში, ჩემსა და ვატოს შორის დაიძაბა სიტუაცია, რომელიც არ იხსენიება არსად, დაძაბა ურთიერთობა, ხელი შემახო, ამ ხელის შეხებას მოყვა ჩემი ქვისლიგან საპასუხო რეაგირება. დავიწყე მეც, ვიგინეთ, გავიყარეთ სასაცილოდ და დამცირებულად გინებით ობიექტიდან. იმის მერე რამდენიმე წუთში, შესვენებაზე ამოდიოდნენ ეგ ხალხი, თუ არ ვცდები, ალბათ, იყო ის დაღუპული, რომელიც გავაჩერე და ვუთხარი, რა გაკადრე ისეთი, რომ ამდენად შეიყარა ქვეყნა და ესე გავიტყიპეთ-თქო.

ჩემთვის არაფერი გიაკდრებიაო, ვატოს აკადრეო, ხელით შეეხეო. მეთქი, აქედან გავიდეთ და იქით ვილაპარაკოთ-თქო. როგორც კი ხელი მოვხვიე მსუბუქად, ტელეფონი მეჭირა ხელში, ამათ მიიღეს ეს დარტყმად და მივიღეთ მართლა დარტყმა ჩვენ.

- პირველი გასროლა ვისგან იყო, ბატონო ზვიად?

- ეხლა, რას გეტყვით, იცით? - უკვე ძალიან დავძაბე, დაძაბული ვლაპარაკობ, განერვიულებული ვლაპარეაკობ და უბრალოდ, დამშვიდებული ჟურნალისტი ხართ, რომელიც სიტუაციის გარკვევას ცდილობს.

- დიახ, მინდა, ყველა მხარის პოზიცია მოვისმინო და ამიტომ დაგიკავშირდით.

- დაზარებული და აღელვებული ადამიანი, რომელიც საფრთხეში გრძობს თავს, შვილებთან ერთად. არ ვიმალები, გაგცემთ პასუხს.

- გამოძიებამ დაგკითხათ თუ არა?

- რა თქმა უნდა, მე გამოძიებას ჩვენება მივეცი, რაც იყო და როგორც იყო. როგორ არ დამკითხა, დავიკითხე იქ - საავადმყოფოში იმ ღამესვე. გავეცი შესაბამისი პასუხები. რაც მკითხეს, ყველაფერი ვუპასუხე. ძალიან გთხოვთ, ეხლა უფრო მეტად თუ გააგრძელებთ ლაპარაკს, შეიძლება, ჯანმრთელობამ ვერ გაუძლოს.

- მესმის,  ბატონო ზვიად, უბრალოდ...  

- ძალიან გთხოვ, ნუ გააგრძელებთ, ბოდიშის მოხდით, გაგითიშავთ ტელეფონს. აუცილებლად მოვა ეს დრო, რომ ყველასთან დავდგები, ვიტყვი ყველაფერს. არის სხვა საკითხები, რაც ჩემთვის და სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, ვზრუნავ მასზე.

შეგახსენებთ: 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტყეში, სისხლიანი გარჩევის დროს, სამი ადამიანი მოკლეს. აქედან ერთ-ერთი ოლიმპირი ჩემპიონისა და „ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიდაურის ძმა, ზვიად ზვიდაურია. ასევე, მოკლულია 27 წლის ნიკა კენჭოშვილი. კენჭოშვილის მკვლელობის ბრალდებით ზურაბ ზვიდაურია დაკავებული, რომელსაც ამ დროისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.  

ზუკა ნემსაძე, CNews  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა