რუსეთი შემოიჭრა და თქვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა - იან კელი ზალკალიანის განცხადებას ეხმაურება

სულ ნახვები : 22,946
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით მიერ „3+3 ფორმატთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„ძალიან ძნელი? რუსეთი შემოიჭრა და თქვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. თქვენს მეგობრებს ერჩივნათ მოესმინათ თქვენგან სიტყვა "შეუძლებელია", - წერს ყოფილი ელჩი „ტვიტერის გვერდზე“.

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 3+3 ფორმატში მონაწილეობა ძალიან ძნელი იქნება, რადგანაც დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა.

„იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა