ზელენსკი: ჩვენი მიზანი ევროკავშირში სრული ინტეგრაციაა

სულ ნახვები : 269
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინა ევროკავშირის ხელმძღვანელობისა და წევრი ქვეყნებისგან გამბედაობასა და წინდახედულობას ელოდება. ამის შესახებ კიევში გამართულ უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ევროპული პერსპექტივით უზრუნველყოფა, რომელიც ევროკავშირთან საერთო ღირებულებებს იზიარებს, ლოგიკური და მოსალოდნელი ნაბიჯი იქნება და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა დაუღალავად იმუშავებს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან.

თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს და ყურადღება რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა