შევხვდი სააკაშვილის მკურნალ ექიმებს, ჩავთვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს - ნიკოლოზ ყიფშიძე

სულ ნახვები : 147
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ნევროლოგი ოთარ თოიძე კლინიკა „ვივამედში“  სააკაშვილის მკურნალ ექიმებს შეხვდნენ.

კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ   სააკაშვილს ოპტიმალური მკურნალობა უტარდება.

ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ თავად სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მიეცა.

„შეხვედრა გვქონდა მთავარ ექიმთან, პროფესორ ჩხაიძესთან და მკურნალ ექიმებთან. ასევე რამდენიმე განყოფილების გამგესთან. გავიარეთ მკურნალობის კურსი, როგორ მკურნალობენ პრეზიდენტს. დავსახეთ გეგმა შემდეგი ტესტირების, როდის და რა უნდა გაკეთდეს. დეტალურად ვერ გეტყვით, რა კვლევებზეა საუბარი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს. არის მთელი ბრიგადა, სხვადასხვა პროფესიის ექიმები არიან – ნევროპათოლოგები, შინაგან სნეულებათა ექიმი, გასტროენტეროლოგი, ქირურგი და ა.შ. მე ვერ მოგახსენებთ მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა არ შემიშვა შიგნით. ექიმმა მომცა წერილი, სადაც წერია, შეუშვით ექიმი ყიფშიძე სანახავად, მაგრამ შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გადარეკა-გადმორეკა და უარი თქვეს. მიზეზს არ ასახელებენ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები