რუს ოკუპანტებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

სულ ნახვები : 185
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუს ოკუპანტებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ.

"ხარკოვის მიმართულებით, მტერი აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებდა. მთავარი ძალისხმევა ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფისკენ იყო მიმართული. ასევე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე". - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს  ამ ეტაპზე ოკუპანტების მთავარი მიზანი დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქებზე კონტროლის დამყარებაა. მათივე ცნობით, რუსული ძალების განსაკუთრებული აქტიურობა სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებით შეინიშნება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები