იაგო ხვიჩია: კანონპროექტების 90%-ზე ვეტოა დასადები

სულ ნახვები : 191
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ბუნებრივად მიიჩნევს პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას. მას უცნაურად ეჩვენება ვეტოს მხოლოდ ექვსი თვე გამოყენება.

ხვიჩიას თქმით, კანონპროექტების უმრავლესობა ვეტოს იმსახურებს.

"მხოლოდ ექვსი თვე რატომ უნდა გამოიყენო ვეტოს უფლება, თუ ხვდები, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა ეს აქამდეც უნდა გაგეკეთებინა და ექვსი თვის მერეც უნდა გააკეთოს. აქედან გამომდინარე, სადაც ისეთი კანონები მიიღება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს პრეზიდენტისგან ბუნებრივად მივიჩნევ ვეტოს დადებას და უცნაური მგონია ვეტოს მხოლოდ ექვსი თვე გამოყენება. პრეზიდენტის ვეტო ხომ იმისთვის არსებობს, თუ მიგაჩნია, რომ რაღაც კანონები ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ, მაქსიმუმი გააკეთო, რომ ისინი ძალაში არ შევიდნენ. ასეთი კანონები უამრავია და პრეზიდენტს, მგონი, ბევრი ვეტოების დადება მოუწევს თუ ის მართალია, რასაც საუბრობს. კანონპროექტების 90% პროცენტი, რაც პარლამენტში შემოდის, ვეტოს იმსახურებს", - ამბობს ხვიჩია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები