ბასილაშვილმა უიმბლდონი მძიმე ბრძოლით დაიწყო

სულ ნახვები : 49
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველი წრე წარმატებით დაძლია. ჩვენებური 37 წლის ჩეხს, ლუკაშ როსოლდ დაუპირისპირდა, რომელიც ATP-ს რეიტინგში 280-ე ადგილზე იმყოფება და დაძაბული ბრძოლაში მოუგო – 6:7; 7:6; 3:6; 6:3;6:3.

ბასილაშვილი სეტებში ორჯერ აგებდა, მაგრამ მატჩის შემოტრიალება მაინც შეძლო. თუმცა, მეტოქეც არ ჰყავდა იმ დონის, რომ ამდენი ეწვალა. ერთია, გადამწყვეტ მომენტში კლასით აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მეორე რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე 25 წლის ფრანგი ქუენტინ ჰალისი იქნება, რომელმაც თანამემამულე ბენუა პერი 4:6, 6:1, 6:2, 6:4 დაამარცხა. ჰალისი მსოფლიოს 82-ე ჩოგანია...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები