საქართველოს საზღვართან რუსეთის მხრიდან 1.893 სატვირთო მანქანაა თავმოყრილი
სულ ნახვები :
327
...
საკონტროლი-გამშვებ პუნქტ ზემო ლარსთან კილომეტრიანი რიგებია. საქართველოში შემოსვლას 2.000-ზე მეტი მანქანა ცდილობს.
- საბაჟო პუნქტ ზემო ლარსზე დატვირთვა 9-ჯერ აღემატება გამტარუნარიანობას, - განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა.
მისი თქმით, საქართველოს მოსაზღვრე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის გზებზე 1.893 მძიმე სატვირთო მანქანა დაგროვდა.
ტომაევის განმარტებით, ალაგირის გზატკეცილზე ავტომობილების რიგის კუდი სოფელ მაირამადაგის შემოგარენამდე იყო გადაჭიმული.