ლევან დავითაშვილი - 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდა

სულ ნახვები : 188
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის განკარგულებით, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდა.

დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დევნილებს ფართები დაუკანონდა შემდეგ  მუნიციპალიტეტებში: ზუგდიდი, მცხეთა, წყალტუბო, ხონი, აბაშა, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

„ჯამში გადაეცა, როგორც საცხოვრებელი ფართები, ისე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ჯამში 1 375 დევნილი ოჯახი გვყავს, რომელსაც 11 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფარგლებში, საკუთრება დაუკანონდათ. ასევე გვყავს 83 დევნილი ოჯახი, რამდენიმე ასეული დევნილი, რომელსაც ასევე ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტერიტორიაზე ფართები დაუკანონდა. შესაბამისად, ისინი ამ ფართების გამოყენებას და თავიანთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სრულფასოვნად შეძლებენ“, - განაცხადა მინისტრმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა