ლევან დავითაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდა რუს ტურისტებს შემოსვლას და თვითონ ხვდებოდა საზღვარზე

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მე თვითონ ვნახე კადრები, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდა რუს ტურისტებს შემოსვლას და თვითონ ხვდებოდა საზღვარზე. იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას, მხოლოდ იმისთვის, რომ დაზიანდეს ჩვენი ტურისტული სექტორი, რაც დააზარალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მინისტრის თქმით, დღეს საქართველოში 2019 წელთან შედარებით რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, ასევე შემცირებულია ტურისტების რაოდენობა სხვა ტრადიციული ბაზრებიდან.

„2019 წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა მხოლოდ 65.3% აღვადგინეთ. 2019 წელთან შედარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს გვქონდა პიკი. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა სრულად აღვადგინეთ და ვსაუბრობთ ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე, ტურიზმის დარგთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უნდა აღვადგინოთ, ჯერ კიდევ უნდა მოხდეს პანდემიის შედეგების ნეიტრალიზაცია. ამ შემთხვევაში, ის აჟიოტაჟი და ცრუ წარმოდგენების შექმნა, რომ საქართველოში არის გადაჭარბებული რაოდენობა ტურისტების, არის დაზიანება იმ ტენდენციების, რომელიც ჩვენ გვაქვს.

საქართველომ მოახერხა მთავრობისა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით კარგი შედეგების მიღწევა. ტურიზმის აღდგენა ჩვენთვის დიდი პრიორიტეტია, ამისთვის ძალიან ბევრი გაკეთდა. ახალი მიმართულებით პირდაპირი ფრენების მოზიდვა მოხერხდა. სპარსეთი ყურესთან გვაქვს გაზრდილი ფრენები, მაგალითად საუდის არაბეთთან 30-ზე მეტი ფრენა გვაქვს კვირის განმავლობაში, იგივე ხდება შუა აზიის ქვეყნებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთან.

ეკონომიკური ზრდის შემადგენელი ძირითადი კატეგორიებია გაზრდილი ექსპორტი. ასევე გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს აქტივობებში. ასევე უცხოური ინვესტიციები, აქ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არიან ლიდერები და, შესაბამისად, ეს არის ობიექტური მოცემულობა. სუბიექტურია ის თუ რა ტიპის ნარატივის დამკვიდრებას ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკოსები და ზოგიერთი საინფორმაციო არხები. დღეს საქართველოში 2019 წელთან შედარებით რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, ასევე შემცირებულია ტურისტების რაოდენობა სხვა ტრადიციული ბაზრებიდან.

მე თვითონ ვნახე კადრები, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდა რუს ტურისტებს შემოსვლას და თვითონ ხვდებოდა საზღვარზე. იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას, მხოლოდ იმისთვის, რომ დაზიანდეს ჩვენი ტურისტული სექტორი, რაც დააზარალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს",- განაცხადა დავითაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები