Exclusive ! წავაგეთ,ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ...- პუტინთან გამართული საიდუმლო თათბირის სკანდალური დეტალები

სულ ნახვები : 91,589
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინ კრემლში ისტორიული მოვლენა მოხდა,ეპოქალურიც კი.

ამ ფრაზების ავტორი ისტორიის სახელმძღვანელოშიც კი მოხვდება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ძალოვანი და სამხედრო ბლოკის წარმომადგენლებთან ვიდეო კონფერენცია გამართა.

კონფერენციაში 

 СВР -ის დირექტორი სერგეი ნარიშკინი მონაწილეობდა.მან პრეზიდენტს მოახსენა ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობის მკაფიო გადაწყვეტილება,უკრაინაში რუსეთის არმიის საბოლოო დამარცხებაზე.

ვიდეო კონფერენციაში უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი,

ФСБ -ს დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი  და თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

თათბირის დასაწყისში პუტინმა უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე მოსაზრებების გამოთქმა დამსწრე პირებს თხოვა და პირველი სიტყვა პატრუშევს გადასცა.ამ უკანასკნელმა პოზიცია დიდსულოვნად დაუთმო გენშტაბის წარმომადგენლებს.მათ ბუკვალურად აღწერეს უკრაინაში შექმნილი საომარი მდგომარეობა,და დასძინეს რომ რუსეთის არმიას თავდასხმის რესურსი აღარ აქვს,ცოტა ხანში კი თავდაცვის რესურსიც ამოიწურება.

"ჩვენ წავაგეთ,ვლადიმერ ვლადიმერის ძევ"-ამ ფრაზით დაასრულა მოხსენება გენერალური შტაბის წარმომადგენელმა.

რასაც დუმილი და თათბირის მონაწილეების სრული შოკო მოყვა.

უხერხული სიჩუმე პატრუშევმა დაარღვია-როგორ ელაპარაკებით უმაღლეს მთავარსარდალს?

გენერალი შეეცადა შექმნილი  უხერხულობის გამოსწორებას,მაგრამ იგი ვიდეო კონფერენციის ეთერიდან სასწრაფოდ გათიშეს.

რუსეთის პრეზიდენტი დაინტერესდა ,იყო თუ არა ეს გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია,რაზეც მას სასწრაფოდ უპასუხეს,რომ არა.

ამის შემდეგ ვიდეო კონფერენცია ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა,პუტინი ძირითადად დუმდა.

პატრუშევმა მისი ყურადღების გადატანა ბელგოროდში შექმნილ მდგომარეობაზე სცადა,სადაც დივერსიის შედეგად ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.


პუტინმა პატრუშევს მოხსენება შეაწყვეტინა  :На х...й   ,რაში მჭირდება ბელგოროდის პრობლემები ,სადაც მხოლოდ უკრაინელები ცხოვრობენ,საკმარისია,პრობლემები ისედაც თავზე საყრელია .

ამ ფრაზების მერე პუტინმა ვიდეო კონფერენცია დაასრულა.

ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამხედრო ხელმძღვანელობასთან უკვე მეორე ინცინდენტია ,მათ კარგად ესმით რომ პუტინის მიერ წამოწყებულ უკრაინის ომში სწორედ ისინი იქნებიან განტევების ვაცები,ამიტომ გამორიცხული არაა,მათ შორის უკმაყოფილება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს !

პუტინთან გამართული ვიდეო კონფერენციის დეტალებს სკანდალური ტელეგრამ არხი Генерал Свр ავრცელებს

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა