ღარიბაშვილი: საქართველო შვეიცარიასთან ერთად წამყვან 5 ეკონომიკაში შედის

სულ ნახვები : 474
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველო შვეიცარიასთან ერთად წამყვან 5 ეკონომიკაში შედის - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს.

"სამართლიანობის ინდექსის შესაბამისად საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში. ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილას ბიუჯეტის გამჭვირვალობით. ფრეიზერის ინსტიტუტის 2021 წლის კვლევების შესაბამისად, წამყვან ხუთ ეკონომიკაში შედის საქართველო - შვეიცარიასთან ერთად. ჩვენი მიზანია უფრო დავუახლოვდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს, რომ გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიული გარდაქმნა, გავაძლიეროთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრირება"- თქვა ღარიბაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები