ექსკლუზივი! იყიდის თუ არა კეზერაშვილი მთავარ არხს - საიდუმლო შეხვედრის სკანდალური დეტალები

სულ ნახვები : 20,844
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თერთმეტწლიანი პაუზის მერე ,კობა ნაყოფია და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ.ნაყოფიას განცხადებით,საუბარი ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებს და პარტიის სამომავლო სტრატეგიას შეეხებოდა.

ნაყოფია ამბობს,რომ კეზერაშვილს პოლიტიკა და ბიზნესი აღარ აინტერესებს,მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება უნდა.სხვა რამეს უყვება cnews-ს ინფორმირებული წყარო.

ჩვენი წყაროს ინფორმაცით, კეზერაშვილს "ენმ" - ს ჩრდილოვანი მმართველობის პარალელურად, მთავარი არხის საკონტროლო პაკეტის შეძენა უნდა, ნაყოფიასთან სწორედ ამ თემაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას პატიმრობის მერე მთავარი არხის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხელფასები თვეობით იგვიანებს. კეზერაშვილი მზადაა არხის საკონტროლო პაკეტი შეიძინოს და არხის დაფინანსება სრულად თავის თავზე აიღოს.

არხის წესდების მიხედვით,მას წილის შესაძენად ყველა დამფუძნებლის თანხმობა სჭირდება.  გაყიდის თუ არა წილს მთავარი არხის ერთ ერთი ყველაზე მსხვილი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ჯერჯერობით უცნობია.

დავით კეზერაშვილი მთავარი არხის ყიდვას რამდენიმე წლის წინაც გეგმავდა, იმ პირობით რომ დირექტორის პოსტს ნიკა გვარამია დატოვებდა. რა პოზიცია აქვს ამჯერად კეზერაშვილს პატიმარ გვარამიასთან მიმართებაში, ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს თუ "ენმ" - ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, გაზაფხულზე ის პოსტს ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ დათმობს. პარალელურად, კეზერაშვილი, "ვაშაძე, ჯაფარიძე, ხოშტარიას" ახალ მოძრაობას აფინანსებს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მზადება ოპოზიციურ ფლანგზე სწორედ თავდაცვის ექს მინისტრის ფინანსების იმედზეა.

დაუჯერებს თუ არა, იმედგაცრუებული ამომრჩეველი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, არჩევნებზე გამოჩნდება. მანამდე დღის წესრიგის მთავარი ამოცანა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და თავისუფლებაა. სააკაშვილის ფაქტორმა შესაძლოა ყველა პოლიტიკური სცენარი თავდაყირა დააყენოს. 

ხოლო გახდება თუ არა დავით კეზერაშვილი მთავარი არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ეს "ენმ" - ს თავმჯდომარის არჩევის მერე გახდება ცნობილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა