არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძეს გელათის ეზოში დაკრძალავენ.

სულ ნახვები :
168




...
არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძეს გელათის ეზოში დაკრძალავენ. დაკრძალვა შაბათს, 4 თებერვალს გაიმართება.
გელათის ტაძრის წინამძღოლი ხანძრის შედეგად მიღებული სხეულის დამწვრობისგან გარდაიცვალა.
მას სხეულის 50%-ის დამწვრობა ჰქონდა მიღებული. არქიმანდრიტი ჯერ ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ხანძარი გელათის სამონასტრო კომპლექსის კელიაში 16 იანვარს გაჩნდა.