"ასტრაზენეკას" უსაფრთხოებაზე "ჯანმოს" პასუხი არ აქვს

სულ ნახვები : 2,017
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღევანდელი მდგომარეობით, იმ ქვეყნების რიცხვმა, რომლებმაც უარი განაცხადეს "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენებაზე 10-ს მიაღწია. ორაზროვანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტება ამასთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციამ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა:

"ჩვენ არ გვაქვს პასუხი, რატომ მოიქცნენ ევროკავშირის ქვეყნები ასე. "ჯანმო" ამ ეტაპზე სწავლობს, მოწოდებულ ფაქტებს და პასუხს უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ".

აჭარის ეპიდემიოლოგიური კურატორის, პროესორ ზაზა ავალიანის განმარტებით, ვაქცინას ავტორიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მისცა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"ევროპის რიგი ქვეყნების მიერ "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე უარი არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა სახიფათოა. ამ ვაქცინით 100 000-ობით ადამიანი აიცრა მთელს მსოფლიოში და ცალკეული გართულებების მიზეზი შეიძლება სულ სხვა რამ იყოს. მაგალითად, ინდივიდუალური აუტანლობა, თანმდევი დაავადებები და ა.შ." - განაცხადა ზაზა ავალიანმა CNews-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველ პარტიას 13 მარტს შემოიტანენ, ხოლო ვაქცინაციის პროცესი სავარაუდოდ, 15 მარტს დაიწყება. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა