რა უნდა მოვიმოქმედოთ კურორტებზე დიარეული დაავადებების დროს?

სულ ნახვები : 636
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით- ფაღარათი, გულისრევა, ტემპერატურა - ეს ზაფხულის სეზონზე ჩვეულებრივია, - განაცხადა  ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.

დიარეული დაავადებების დროს, ბევრი თვითნებურად იწყებს ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, რაც არასწორია.  ინფექციონისტი განმარტავს, რომ დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს, ამ დროს კი, გამოსავალი ბევრი სითხის მიღებაა.

„კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით. ფაღარათი, გულისრევა, ტემპერატურა - ეს ზაფხულის სეზონზე ჩვეულებრივია, განსაკუთრებით კურორტებზე.

ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველი ის, რომ ბევრი ადამიანი იყრის ერთად თავს და ნაწლავური ინფექცია მარტივად ვრცელდება. მეორეა ის, რომ გადატვირთული საკვები ქსელები, სავარაუდოდ კარგად ვერ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ასევე სიცხეში საკვებზე მარტივად მრავლდება მიკროორგანიზმები.

რეკომენდაცია,  როდესაც კურორტზე ვიმყოფებით, მივიღოთ ბოთლის წყალი, ან დარწმუნებულები ვიყოთ წყლის სისუფთავეში.

მოერიდეთ ისეთ პროდუქტს, რომლის სისუფთავეშიც არ ხართ დარწმუნებული, მაგალითად სალათები. როდესაც გადატვირთულია კვების ობიექტები, მათი რეცხვა ბოლომდე კარგად არ ხდება.

თუ თერმულად არის დამუშავებული ახალმომზადებული საკვები, ის უფრო უსაფრთხოა.

თუ უკვე დიარეაა და ღებინება, ამ დროს ადამიანი უნდა მოერიდოს ხილს და ბოსტნეულს, მხოლოდ მოხარშული საკვები უნდა მიიღოს, ასევე უნდა მოერიდოს ხილის წვენს, სითხე უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით.

ბევრი ადამიანი იწყებს თვითნებურად ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას,- ეს არასწორია. დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს. ამ დროს ბევრი სითხის მიღებაა გამოსავალი. თუ ბავშვი, ან ხანდაზმული ძნელად საკონტაქტოა და ძილიანობაა მომატებული, ექიმი და ჰოსპიტალიზაციაა საჭირო“,- აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა