თბილისის საბავშვო-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წელი დაიწყო

სულ ნახვები : 274
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი დაიწყო, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება - სამგორის რაიონში N130 საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა, ჩუღურეთის რაიონს N125 ბაღის შენობა შეემატა, კრწანისის რაიონში კი, აღსაზრდელები პირველად N108 საბავშვო ბაღმა მიიღო.

ინფორმაციისთვის, ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში, 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ჩატარდა, შესაბამისად,  ახალი სააღმზრდელო წლიდან, პატარებს კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო დახვდათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა