წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეში ოჯახი დააყაჩაღეს - წაღებულია 250 ლარი

სულ ნახვები : 441
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, გვიან ღამით, შეიარაღებულმა პირებმა  ოჯახი დააყაჩაღეს. 

შემთხვევის დროს სახლში ოჯახის ორი წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ფულის გამოძალვის მიზნით მძევლად აიყვანეს. ნახევარი საათის განმავლობაში მათ ემუქრებოდნენ და აშინებდნენ, ოჯახის ერთ-ერთ წევრს კი, ავტომატის კონდახით თავის არეში დაზიანება მიაყენეს.

დაშავებული პოლიციას ექსპერტიზაზე ჰყავს გადაყვანილი. 

არსებული ინფორმაციით წაღებულია 250 ლარი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა