შოთა ფარტენაძეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ ოპერაცია დასჭირდა

სულ ნახვები : 209
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სერბეთში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა შოთა ფარტენაძემ (61კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მედლის მოპოვებიდან ორიოდ წუთში ფარტენაძემ მუცლის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო და დარბაზიდან გასვლა ვეღარ მოახერხა. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დახმარებისთვის ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს მიმართა და მათაც, პირველადი ზომები მიიღეს, შემდეგ კი, მოჭიდავე კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფარტენაძეს ნაწლავი ჰქონდა გამსკდარი და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ექიმების განცხადებით, კლინიკაში დარჩენა მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში მოუწევს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა