საკონსტიტუციოში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მომხსენებელი ევა გოცირიძე იქნება
სულ ნახვები :
367
...
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იქნება. ხელისუფლების მიერ მომზადებული წარდგინება 14 სექტემბერს დარეგისტრირდა, დღეს კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად პლენუმს გადაეცა. ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ირაკლი კობახიძის ირწმუნება, რომ პრეზიდენტმა "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია."