ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ გენერალური პროკურორი ФСБ-ს აგენტი ყოფილა - სალომე ზურაბიშვილი

სულ ნახვები : 382
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში ყოფილა ფსბ-ს თუ კგბ-ს აგენტი" - ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ფარცხალაძის დასანქცირებას და  გამოძიების დაწყებას ითხოვს.

პრეზიდენტს აშშ-დან მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, რა გახდა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზი.

"ბატონმა კახამ (კალაძე) მგონი თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება ჩემი ვიზიტებია ევროპაში. ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში ყოფილა ფსბ-ს თუ კგბ-ს აგენტი. კიდევ უფრო დიდი უბედურებაა,როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი იმ უწყებებში, რომლებიც უნდა იძიებდნენ.


მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს, დეტალურ გამოძიებას, ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა