სოფიო გორგოძის განცხადებით, გამორიცხულია, რომ კორონავირუსის გამო აბიტურიენტმა გამოცდები სახლიდან ჩააბაროს

სულ ნახვები : 139
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, გამორიცხულია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტმა კორონავირუსის გამო სახლიდან ჩააბაროს.

მისივე თქმით, კოვიდიანი აბიტურენტებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები მუშავდება, რომელიც ორ კვირაში გახდება ცნობილი, ხოლო, თუ იმ დღეს დაუდასტურდება რომელიმე აბიტურიენტს ტემპერატურა, ისინი სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ჩააბარებენ.

„მზად ვართ ასეთი აბიტურიენტების მისაღებად. გვაქვს სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები, სადაც ის აბიტურიენტები განთავსდებიან, ვისაც ტემპერატურა გამოცდის დღეს დაუფიქსირდებათ. წელსაც ისევე, როგორც წინა წელს, გვექნება ფარები და დაცული იქნება თითოეული მერხი. ვფიქრობ, წელს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვიქნებით ამ პროცესისთვის, ვიდრე შარშან ვიყავით. ყველა საკითხი, რაც კოვიდს ეხება არის იმ რეკომენდაციებში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვიწერა. სავარაუდოდ, ბევრი რეკომენდაცია იგივე დარჩება, თუმცა, არ გამოვრიცხავ, დაზუსტდეს გარკვეული რეკომენდაციები. ასევე, ინფიცირებული აბიტურიენტების მართვის შესახებ გვექნება დამატებით ბრიფინგი, სადაც ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ",- განაცხადა გორგოძემ.

გორგოძის განმარტებით, საგამოცდო ეროვნული ცნეტრი ყველანაირად ცდილობს, რომ საგამოცდო სივრცის გარეთ არ ჩატარდეს გამოცდა, თუნდაც სამედიცინო დაწესბულებაში.

„თუ გვეყოლება ერთზე მეტი აბიტურიენტი, ეს იქნება პრობლემატური. შესაბამისად, სხვა სქემაა შემუშავებული და ვფიქრობთ, ეს არ გახდება საჭირო. ასევე, შემიძლია პირდაპირ დაგიდასტუროთ, რომ სახლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ განიხილება",- განაცხადა გორგოძემ და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული რეკომენდაციების ნაწილი, რაც ცენტრმა შარშან გამოიყენა დაზუსტდეს, მაგრამ რეკომენდაციები, რაც ეხება პირბადის გამოყენებას, დისტანციის დაცვას, ფარებს, ხელების დამუშავებას, ცხადია, ეს დარჩება",- განაცხადა გორგოძემ.

 საგამოცდო ეორვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ჯამში 25 საგამოცდო ცენტრი იქნება, ამათგან 11 იქნება თბილისში, 3-3 ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო დანარჩენ ლოკაციებზე თითო-თითო საგამოცდო ცენტრი იქნება.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები