„ვერ გამოვდივართ ამ შოკიდან“ - ბაღდათის მკვიდრი
სულ ნახვები :
781
...
ბაღდათის მაცხოვრებლების განცხადებით, ის რაც 7 თებერვლის ღამეს მოხდა, არის ეროვნული ტრაგედია.
მათი თქმით, მსგავსი სტიქიური უბედურებებისგან ისინი ამ დრომდე თავს დაცულად გრძნობდნენ.
„ეს შოვის ტრაგედიაზე ნაკლები არ არის, უბრალოდ ტერიტორიაა შედარებით მცირე. ვერ გამოვდივართ ამ შოკიდან და ამ უზარმაზარი ტრაგედიის გათავისება ძალიან გვიჭირს. ეს არის ეროვნული ტრაგედია.
ბაღდათი სხვა რეგიონებთან შედარებით იყო დაცული, აქ ისეთი არაფერი არ მომხდარა და ეს იყო რაღაც მეხის გავარდნასავით“, - განაცხადა ბაღდათის მკვიდრმა.