თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ნაღმის არსებობის თაობაზე სუსი ინფორმაციას არ ადასტურებს

სულ ნახვები : 196
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ერთ-ერთ რუსულ ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ნაღმი არის განთავსებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს.

როგორც უწყებაში მედიასთან აცხადებენ, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ყველა საჭირო ზომა არის მიღებული. 

ცნობისთვის, ერთ-ერთ რუსულ ტელეგრამ არხზე, რომელიც უკვე გაუქმდა გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის რამდენიმე სკოლაში შესაძლებელი იყო ტერორისტული აქტის განხორციელება. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა