ბაღდათის ეკლესიის წინამძღვარმა მასსა და მეუფე ანტონს შორის მომხდარი დაპირისპირება დაადასტურა

სულ ნახვები : 3,205
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბაღდათის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა მაკარმა დღეს, 14 მაისს სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა მასას და ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ, მეუფე ანტონს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

მამა მაკარი წერილში იმასაც ადასტურებს, რომ მას ამის გამო შეუჩერდა დროებით მღვდელმსახურება.

„მოგესალმებით ყველას. გუშინდელი გამოხმაურებების გამო მინდა გითხრათ. პირველი, მე მართლა არ ვთვლი ჩემ თავს იმ პიროვნებად, ვისთვისაც ამდენმა ადამიანმა უნდა გამოთქვას აზრი. მეორე, რაც შეეხება მე და მეუფე ანტონის შეხედულებების არა თანხვედრას. ეს არაა ახალი მოვლენა (რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ჩვენი რელიგიური შეხედულებები, ის სულ თანხვედრაშია.)

ხოლო რაც შეეხება ჩემი მღვდელმოქმედების დროებით შეჩერების საკითხს, ეს მოხდა შიდა საეკლესიო განაწესის დარღვევის გამო. კონკრეტულად, 12 მაისს კვირას წირვის დამთავრების შემდეგ შეკამათება მომივიდა მღვდელმთავართან, სადაც მე სასულიერო პირისთვის არა სასურველად გადავედი ზღვარს, რის გამოც გულწრფელად ვწუხვარ. (ამის გამო უკვე ვითხოვე შენდობა).. რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს, რა თქმა უნდა, მე ვრჩები ჩემს შეხედულებებზე, რომლის შეცვლას არავინ არ მაიძულებს“, - წერს მამა მაკარი.

ცნობისთვის, ბაღდათის ეპარქიაში მომხდარის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია, გუშინ 13 მაისს Cnews-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა