არანაირი საჭიროება არ იყო, რომ პრემიერი წასულიყო სახელმწიფოში, რომელიც ცივილიზებული სამყაროსგან ჩამოშორებულია - კალანდაძე
…
კობახიძის ვიზიტი ირანში, ატარებდა სადემონსტრაციო ხასიათს. არანაირი საჭიროება არ იყო ამის, როდესაც დეკემბერში ჩვენ განგვიცხადეს მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნინო კალანდაძე.
“კობახიძის ვიზიტი ირანში, ატარებდა სადემონსტრაციო ხასიათს. არანაირი საჭიროება არ იყო ამის, როდესაც დეკემბერში ჩვენ განგვიცხადეს მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე. არჩევნების წინ ძალიან კრიტიკულ ურთიერთობებში ვარ ჩვენს პარტნიორებთან, რომლებმაც ჩვენი განვითარების შესაძლებლობებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. არანაირი საჭიროება არ იყო, რომ პრემიერმინისტრი წასულიყო სახელმწიფოში, რომელიც ცივილიზებული სამყაროსგან ჩამოშორებულია და ჩვენს პოლიტიკურ მოკავშირედ არ განიხილება”- აცხადებს ნინო კალანდაძე.