პირობას გაძლევთ, 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ 6 წელიწადში - გიორგი ვაშაძე

სულ ნახვები : 138
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

პირობას გაძლევთ, 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ 6 წელიწადში, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ევროპული სტანდარტების დასაახლოებლად ფინანსებს ევროპული და ამერიკული ფონდიდან მოიზიდავენ.

„მე გეუბნებით, რომ ჩვენი გუნდი 14 მილიარდ ევროს მოიტანს შემდგომი 6 წლის განმავლობაში. ეს იქნება ევროპული და ამერიკული ფონდებიდან, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარება, რომ დავეწიოთ ევროკავშირის განვითარების სტანდარტს. პირობას გაძლევთ, 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ 6 წელიწადში. აქ გათვალისწინებულია: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება; წარმოების განვითარება საქართველოში; განათლების სისტემის მაქსიმალური მხარდაჭერა პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის ევროპული სტანდარტის განათლების სისტემის შექმნა; ჯანდაცვის მიმართულება; ტექნოლოგიები და ტექნოლოგიური განვითარება; ინფრასტრუქტურა და ახალი, მეგა პროექტების განხორციელება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა