ქვემო ხოდაშენში თავს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს დაესხნენ
სულ ნახვები :
132
..
მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა გრძელდება - თელავის რაიონის ქვემო ხოდაშენში მე-16 საარჩევნო უბანთან თავს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს დაესხნენ.
გადამღები ჯგუფი „ოცნების“ დაჯგუფების წევრების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები გადაიღო. კადრებში ჩანს, საარჩევნო უბანთან უცნობი პირები ავტომობილებში სიებით იყვნენ მობილიზებულები და თანხებს არიგებდნენ.
თავდასხმის შედეგად ნაცემია ოპერატორი და ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა სრულად დამტვრეულია.