ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის თასზეც გაიტანა
...
ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ გოლი ისევ გაიტანა და გუნდს გერმანიის თასზე რეგიონული ლიგის „კიკერსი ოფენბახთან“ გასვლით შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 2:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრებების თავდამსხმელი თასის 1/16-ფინალურ შეხვედრაში „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო. იმის მიუხედავად, რომ სტუმრებს არაერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ, „კიკერსი“ მეკარემ გადაარჩინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
„კარლსრუე“ 61-ე წუთზე დაწინაურდა. ეს ბუდუ ზივზივაძემ მოახერხა, მასპინძლების დაცვას აჯობა და გუნდი წინ გაიყვანა. 72-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა მარსელ ბაიფუსმა ორამდე გაზარდა და თამაშის ბედიც გადაწყვიტა.