მედიაომბუდსმენმა არჩევნებზე მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა

სულ ნახვები : 112
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მედიაომბუდსმენმა“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით, დეტალური ანგარიში წარმოადინა.

მედიაომბუდმენის ანგარიშში შევიდა CNews-ის ჟურნალისტის, გიგა გელხვიიძის საქმეც, რომელსაც არჩევნების დღეს, ქუთაისის #2 საარჩევნო უბანზე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას

ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით,

ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით.

კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული

ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და

საფრთხის შემცველი.

საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის,

კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული „ქართული ოცნების“ აგრესიული

ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ

შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა

ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და

დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე

საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. “ძველი ბიჭებისგან”. უსაფრთხოების

ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს.

ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების

უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო

საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც

მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა.

“მედიაომბუდსმენმა” 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს

საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების

დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა. დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა

მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება.

სატელევიზიო მაუწყებლები:

1. მარიამ გაფრინდაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი

2. პაპუნა ხაჩიძე - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი

3. მარიამ მაკასარაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი

4. ნუკრი ქაფიაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი

5. თამთა დოლენჯაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი

6. ნიკო კოკაია - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი

7. ნინი ელიკაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი

8. ირაკლი მურმანიშვილი - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი

9. გვანცა ჩხიკვაძე - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი

10. სოფო ნიაური - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი

11.დავით ბერაძე - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი

12. მაკა ანდრონიკაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი

13. გიორგი შეწირული - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი

14. გიორგი დვალიშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი

15. ლაშა ჯიოშვილი_ ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი

16. ია გულიაშვილი - მთავარი არხი, ჟურნალისტი

17. ლევან დვალი - მთავარი არხი, ოპერატორი

18. ქეთა ციცქიშვილი - მთავარი არხი, ჟურნალისტი

19. დავით ბადაგაძე მთავარი არხი, ოპერატორი

20. თეა ვაშალომიძე - “მთავარი არხი” ჟურნალისტი

21. ბაჩანა ოქროპირიძე - მთავარი არხი, ოპერატორი

22. ნინა მაჩაბელი - “მთავარი არხი” ჟურნალისტი

23. გიორგი ჩანტლაძე - მთავარი არხი, ოპერატორი

24. თიკო ერაძე - “ფორმულა” ჟურნალისტი

25. ნუცა ბახუტაშვილი - “ფორმულა” ჟურნალისტი

26. გიგა აღდგომელაშვილი - “ფორმულა” ოპერატორი

27.თამარ თედიაშვილი - “ფორმულა” ჟურნალისტი

28.ლერი როგავა - “ფორმულა” ოპერატორი

29.დავით ჭაბაშვილი - “ფორმულა” ჟურნალისტი

30. აგილ რუსტამოვი “ფორმულა” ოპერატორი

31.დავით მანია - “ფორმულა” ჟურნალისტი

32. ირაკლი შენგელია - “ფორმულა” ოპერატორი

33. მარი წაქაძე - “ფორმულა” ჟურნალისტი

34.ბექა ქორჩილავა - “ფორმულა” ოპერატორი

35. ნიკა ბურჭულაძე - „ლაგოდეხის ტელევიზია“ ჟურნალისტი

ონლაინგამოცემები:

36. ვლადიმერ ჩხიტუნიძე - “რადიო მარნეული”ჟურნალისტი

37.თიკო დავაძე - “რადიო მარნეული” ჟურნალისტი

38.გიგა გელხვიიძე - cnews ჟურნალისტი

39.დავით მჭედლიძე - რადიო თავისუფლება, ჟურნალისტი

40. მინდია გაბაძე - ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რეპორტიორი

41. შაკო ბრეგაძე - ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რეპორტიორი

42.დიტო ბელქანია - “მრავალკუთხედი”რეპორტიორი

43.გელა მთივლიშვილი - „საქართველოს ამბები“ ჟურნალისტი

44.ლადო ქუთათელაძე - „საქართველოს ამბები“ ჟურნალისტი

45. ჰერმინე ვირაბიანი - OC მედია, ჟურნალისტი

46.რაფიგ შაბაზოვი - OC მედია, ჟურნალისტი

47.თეკლა ჩხაიძე - OC მედია, ჟურნალისტი

48.ზეინაბ ისგანდაროვა - OC მედია, ჟურნალისტი

49. ქრისტინა კვაჭანტირაძე - OC მედია, ჟურნალისტი

50. აითან ფარადოვა - OC მედია, ჟურნალისტი

არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის

ხელმისაწვდომი იყო “მედიაომბუდსმენის” საკონსულტაციო ცხელი ხაზი.

ორგანიზაცია ეტაპობრივად ატყობინებდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

ჟურნალისტების და ოპერატორების ნაწილი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა