ცესკომ გვითხრა, რომ არჩევნებზე სხვა ქაღალდი იქნებოდა გამოყენებული - ნინო დოლიძე

სულ ნახვები : 140
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სამართლიანი არჩევნების"  ხელმძღვანელი ნინო დოლიძე აცხადებს , რომ ბიულეტების ქაღალდის სისქესთან დაკავშირებით ცესკოს მათ ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ არჩევნებზე სხვა ქაღალდი იქნებოდა გამოყენებული. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

„სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრაზე "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს ბიულეტენის სისქის პრობლემა და მარკერის კვალი უკანა მხარეს. ორგანიზაციის თანამშრომლებმა ცესკოს წარმომადგენლისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ეს იყო ბიულეტენის სატესტო ვერსია და არჩევნებზე სხვა ქაღალდი იქნებოდა გამოყენებული“, -წერს ნინო დოლიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა