ექსკლუზივი: მეუფე დიმიტრიმ ეპარქიის მღვდელმსახურები 5 ივლისს თბილისში არ გამოუშვა

სულ ნახვები : 7,760
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იმ დროს, როცა მოსაყდრე შიოს ეპარქიაში (სენაკი - ჩხოროწყუ), 5 ივლისს, თბილისში ჩამოყვანილ მარბიელების ერთ ნაწილს 300-300 ლარი გადაუხადეს და ასევე მოიქცნენ სხვა ეპისკოპოსებიც, მეუფე დიმიტრის თბილისში მარბიელები არ გამოუგზავნია.

ფული ძირითადად კუნთმაგარ „ტიპებს“ შეხვდათ და არა - გულწრფელ მრევლს, ანუ იმ ხალხს, რომელიც გულწრფელად ფიქრობს, რომ ვიღაცის საჯდომის საკითხი ეროვნული და ტრადიციული ინტერესის სფეროა, რომ საქართველო ისევ ძველი აღთქმის ეპოქაში ცხოვრობს და ქრისტეს თავისი ჯვარცმით წინა „ეპოქის“ დანაშაული კი არ გამოუსყიდია, არამედ, ზეცაში დასაბრუნებლად სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი და მას ღვთისმსახურების სახით აქ მოადგილეები ჰყავს, რომელსაც კერპი მეთაურობს.

მოკლედ, მრევლი ისევ დაიჩაგრა, ფული ისევ სხვას ერგო. ვინ რამდენი „მოტეხა“ აქციაზე ჩამოსაყვანი ხალხისთვის გამოყოფილი დაფინასებიდან, ამაზე დამფინანსებლებმა იფიქრონ.

მთავარი აქ მეუფე დიმიტრის პოზიციაა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმსახური, ბობოყვათის ტაძრის წინამძღვარი მამა მიქაელი, რომელზეც ადგილობრივები აცხადებენ, რომ განსაკუთრებული რადიკალიზმით გამოირჩევა, ამბობს, რომ  5 ივლისს, თბილისში ეპარქიის მღვდლები არ ყოფილან.

მამა მიქაელი: „არ ვიცი. ეს მისი პრეროგატივაა, გადაწყვიტა - გადაწყვიტა“!

CNews:- ანუ გადაწყვიტა?

მამა მიქაელი: - „ხო, არ ვიცი ზუსტად, რომ არ წავიდნენ ეპარქიის მღვდლები, ეს ვიცი. სტიქაროსნები არ გამოგვიგზავნია. ყველას, ვისაც სურვილი ჰქონდა, თავისით წამოვიდა“.

ანალიტიკოსები მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილებას 5 ივლისის მოვლენების შედეგების გააზრებას უკავშირებენ.

„არ შემიძლია, ამ ინფორმაციის დაზუსტება, თუმცა ფრიად სანდოდ მეჩვენება, რადგან მეუფე გონიერი ადამიანია და შეუძლებელია, წინასწარ არ ეგრძნო, რა შედეგი დადგებოდა 5 ივლისს. რეალურად, ზიანი მიადგა ეკლესიის რეპუტაციას“, - განუცხადა CNews-ს ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ.

CNews-ის ინფორმაციით, მეუფე დიმიტრი ყოველთვის წინააღმდეგია, განსაკუთრებით კი ძალადობრივი აქციების.

„მას ურჩევნია მრევლი ტაძარში შეკრიბოს და იქ აღავლინოს პარაკლი ვიდრე ქუჩაში. 5 ივლისს კი, ბათუმის ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად მან პარაკლისი ქვეყანაში მშვიდობასთან დაკავშირებით და აქციის მშვიდობიანად დასრულებასთან დაკავშირებით, ეპარქიის ერთ-ერთ ტაძარში აღავლინა“, - ამბობს წყარო.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მეუფე დიმიტრი მარტო არ ყოფილა, რასაც ადასტურებს რადიკალებისა და მათი ხელმძღვანელების, ამ შემთხვევაში, სასულიერო პირების რაოდენობა 5 ივლისის აქციაზე.

„მეუფე დიმიტრის გარდა, ზუსტად ვიცი რამდენიმე მღვდელმთავარი, რომელებსაც ასევე, არ გაუციათ კურთხევა საკუთარი ეპარქიიდან მრევლის თუ დაქირავებული პირების თბილისში გამოშვებაზე. ზოგიერთმა მათგანმა პირდაპირ უთხრა საპატრიარქოს, რომ დაპირისპირება არ არის გამოსავალი და ქუჩაში თუ აქციებზე, მით უფრო, ძალის გამოყენებით, ვერ დაკანონდება რაიმე სახის ზნეობრივი ნორმები, რაც ეკლესიისთვის მიუღებელია. ამას სჭირდება სხვა სახის მოქმედება და ამისთვის ეკლესიას აქვს ტაძრები. ზოგიერთ მღვდელმთავარს, რომელთაც საპატრიარქოში ამრეზით უყურებენ, მათი პიზიციის გამო ძალადობრივ აქტებთან დაკავშირებით,  საერთოდ არ დაკავშიერებიან.“, - აცხადებს CNews-თან საუბარში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.

ანალიტიკოსი ასახელებს იმ იერარქებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ 5 ივლისის აქციის იდეოლოგიური და ორგანიზაციული მომზადებისთვის.

„ცალკეული მღვდელმთავარები საკუთარი სუსტი პოზიციისა და გავლენის გამო იძულებულნი იყვნენ დაქვემდებარებოდნენ საპატრიარქოს დირექტივას, მაგრამ განსაკუთრებით ხაზგასასმელია რამდენიმე მათგანი, რომლებიც ამ აქციის იდეოლოგები და ორანიზატორები იყვნენ - პირველ რიგში, მეუფე შიო, ასევე მეუფე იაკობი, იოანე (გამრეკელი), სპირიდონი, სტეფანე, გიორგი (ჯამდელიანი), ასევე, პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), რომლის ხელში გაიარა საპატრიარქოს განცხადებებმა და ყველა მესიჯბოქსმა“, - აცხადებს გოჩა მირცხულავა. 

ნიშანდობლივია, რომ CNews-ის ინფორმაციით, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის, ისევე როგორც ჟურნალისტებზე გამოცხადებული ძალადობის დირექტივა რადიკალმა მარბიელებმა საპატრიარქოდან მიიღეს.

აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, მეუფე დიამიტრი თბილისში, უფრო სწორად, საპატრიარქოში დიდი ხანია, არ ყოფილა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა