ბრაზილიის პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტი ცოლის ძმას შეადარა

სულ ნახვები : 261
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ვიცე-პრეზიდენტი ანტონიო ჰამილტონ მოურაუ ცოლის ძმას შეადარა.

„ვიცე-პრეზიდენტი ცოლის ძმასავითაა- ერთხელ თუ დაქორწინდი, მისი ატანა გიწევს. თქვენ მას ვერ გააგდებთ“, - განაცხადა ბრაზილიის ლიდერმა.

პრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტს შორის ურთიერთობა დიდი ხანია, დაძაბულია.

ბოლსონარუ მას მთავრობის სხდომებზე არ იწვევს. მოურაუ კი ღიად აცხადებს, რომ მას სახელმწიფოს მეთაურთან თავისუფალი წვდომა არ აქვს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები