30 აპრილს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართება

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

30 აპრილს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან ტალღა, ჯიუტი, კარი და სტუდენტები ევროპული მომავლისთვის.

"30 აპრილს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ კვლავ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. რუსული კანონი გვაშორებს ევროპას! საქართველოს მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული ნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, დასაცავია! რუსული კანონის პროექტის მეორე მოსმენა შესაძლოა გაიმართოს 30 აპრილს, 1 მაისს, 2 მაისს ან 3 მაისს. სავარაუდოდ, ერთ დღეს დაწყებული მეორე მოსმენა კენჭისყრისთვის გადაიწევს მეორე დღეს.

ამდენად, 30-ში ვიწყებთ მეორე მოსმენით კანონის მიღების გაპროტესტებას. საქართველოს მოქალაქეებო, დავდგეთ ერთად და ხელი შევუშალოთ საქართველოს რუსეთიზაციას. ვანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალა ჩვენშია, ძალა ხალხშია, უნდა მოგვისმინონ! არა რუსულ კანონს!",  - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა