თბილისის დინამო ევროტურნირებზე შერცხვა

სულ ნახვები : 133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის დინამომ ევროტურნირებზე მორიგი სირცხვილი ჭამა. ერთ დროს სახელოვან გუნდს ახლა ვისაც გაუხარდება და რა ანგარიშით გაუხარდება ისე უგებს. ამჯერად ეს როლი ჰაიფას მაქაბიმ იტვირთა, რომელმაც კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი 5:1 მოუგო საქართველოს ჩემპიონს.

ებრაულ გუნდს თბილისშიც მოგებული ჰქონდა (2:1). საკუთარ სტადიონზე კი ლაღი ფეხბურთი ითამაშეს. მარტივი, საკუთარი გულშემატკივრებისთვის თვალსასეირო და სასიამოვნო.

დინამოზე კი რა უნდა ვთქვათ – გუნდს არ ჰყავს იმ დონის ფეხბურთელები, რომლებიც თუნდაც ევროპული საშუალო გუნდს ოდნაც წინააღმდეგობას გაუწევენ. პირიქით, ისე სიამოვნებით აჩუქეს საწყისი ორი გოლი, თითქოს მაქაბის თავად გატანა გაუჭირდებოდა.

დინამოში რომ რადიკალური ცვლილებებია გასაკეთებელი, ამას დიდი ხანია ვხედავთ, მაგრამ ვინც ცვლილებები უნდა გააკეთოს, თავად ვერ ხედავს.

ჰოდა, აი, შეედგიც...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა