ბერლინის „ჰერტას“ ფეხბურთელი წვეულებაზე სასტიკად სცემეს

სულ ნახვები : 1,234
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როგორც BILD-მა შეიტყო, მაროკოელი წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი აიმენ ბარკოკი, რომელიც ბერლინის ,,ჰერტაში" თამაშობს, ბერლინის ერთ-ერთ ღამის კლუბში, მიტეს რაიონში, სცემეს.

ბარკოკს რამდენჯერმე დაარტყეს სახეში, ცხვირი და სახის ძვლები გაუტეხეს. ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა ისევ საავადმყოფოშია.

„შეშინებულებმა გავიგეთ, რომ აიმენ ბარკოკს ფიზიკურად გაუსწორდნენ შაბათს ღამით ბერლინის ბარში და სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმე პოლიციამ იმავე ღამეს დაარეგისტრირა“, - განაცხადეს  ,,ჰერტაში".

BILD-ის ცნობით არ უპოვიათ.

სავარაუდოდ, ბარკოკი, რომელიც იჯარით ,,ჰერტაში" ,,მაიც 05"-დან გადავიდა, სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა