ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 4 კოვიდპაციენტი დაიღუპა

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა. ერთი მათგანი გუდაუთის ინფექციურ კლინიკაში, 3 კი სოხუმის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი კიდევ 109 ადამიანს გამოუვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე არაღიარებულ რესპუბლიკაში კორონავირუსის 26 828 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია 405 და გამოჯანმრთელებულია 22 034 პაციენტი. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა