ოკუპირებულ სოხუმში სადარბაზოებში ნარკოტიკების დადების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

სულ ნახვები : 723
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში სადარბაზოებსა და ქალაქის ქუჩებში, სხვადასხვა ლოკაციაზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების განთავსების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს, - ინფორმაციას ამის შესახებ „სპუტნიკი აფხაზეთი“, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენლების მონაწილეობით, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა 443,5 გრამი აკრძალული ნივთიერება - კანაფი, მეტადონი, მეფედრონი და კოკაინი ამოიღეს.

24 წლის სოფია პიჩკუროვა და 32 წლის მაქსიმ სიგეევი რესპუბლიკაში კრასნოდარიდან ჩამოვიდნენ. მათ სოხუმის ქუჩებსა და მაღალსართულიანი შენობების სადარბაზოებში სანიშნეები გააკეთეს.

მათ მიიღეს ინსტრუქციები გასაყიდი ადგილების კოორდინატებით ნარკოტიკების მომარაგების არხის "Cherep"-ის ორგანიზატორისგან, კრასნოდარის მკვიდრი ევგენი სადოვსკისგან. რუსებს დანაშაულის ჩადენაში დაეხმარა სოფელ აჭგუარას, მკვიდრი 50 წლის ვეფხვია ანთია, რომელიც ფსევდონიმით, „ჯონიკი“ მუშაობდა.

ანთია რუსეთის მოქალაქეებს დაეხმარა აფხაზეთში ჩასვლაში, მიიყვანა ბინაში, რომელშიც უნდა ეცხოვრათ და საქონელი გადასცა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა