ოპოზიციისა და NGO-ის ჯგუფის სახით გაფორმდა ანტიქართული მოძრაობა - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 215
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

პარალამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, კვლვა თავს ესხმის არასამთავრობო ორგამნიზაციებსა და ოპოზიციას:

„ჩვენ ვხედავთ NGO-ის და ოპოზიციის ამ ჯგუფს, ეს უკვე გაფორმებული სიმბიოზია. აქამდე ცდილობდნენ ფარული ყოფილიყო და ხილული არ ყოფილიყო, დღეს უკვე ხილული გახდა, რომ ერთი სიმბიოზია, NGO-ის გარკვეული ჯგუფის და ოპოზიციის ერთი ორგანიზმია, რომელსაც დამფინანსებელიც ერთი ჰყავს, მფარველიც ერთი ჰყავს, შემაგულიანებელიც ერთი ჰყავს და გეგმების დამსახველიც - ერთი. ეს არის ანტიქართული მოძრაობა, რომელიც ოპოზიციისა და NGO-ის ჯგუფის სახით გაფორმდა. კარგია, რომ ეს ანტიქართული მოძრაობა ქართველმა ხალხმა დაინახა, ჩამოიხსნა ყველა ნიღაბი და ყველასთვის ნათელი გახდა, თუ რასთან გვაქვს საქმე, რომ ეს პატარა დაჯგუფება სიმბიოზი NGO-ის და ოპოზიციის, საბოლოო ჯამში, როგორც ანტიქართული მოძრაობა, ასე გაფორმდება და ასე დაინახავს მას ქართველი ხალხი“, - ამბობს პაპუაშვილი.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა