არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული - ღარიბაშვილი სენატორებზე

სულ ნახვები : 116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

თუ რაიმე ბუნდოვანება, თუ რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, სენატორების გამაფრთხილებელ წერილს.

ღარიბაშვილმა წერილის შინაარსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული“.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. ამავდროულად, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ჯერ კიდევ დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე.

ჩემი სურვილი არის ის, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ჩვენს მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, თუ რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი. რაც შეეხება ამ წერილს, მეც გავეცანი შინაარსს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ალბათ, ის უნდა ვთქვათ, რომ არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული.

საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ რაიმე უჩვეულოს საქართველო არ აკეთებს. არ არის რაღაც გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს. გამოითქვა კრიტიკა, რომ თითქოს საქართველო აპირებს გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას თუ დემოკრატიის გზას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რბილად რომ ვთქვა, არათუ გადაჭარბებულია, არამედ ძალიან ისეთი განცხადებაა, საფუძველმოკლებული განცხადებაა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა