ამდენი მოწოდების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფულის გასაჯაროება - პაპუაშვილი სენატორებზე

სულ ნახვები : 217
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია ასეთი პოზიციები“ , - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სენატორების გამაფრთხილებელ წერილს.

პაპუაშვილის აზრით, ამდენი მოწოდების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის თუ სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული.

„ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია, რა თქმა უნდა, ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი. და იმედგამაცრუებელია იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც არის ხოლმე საუბარი და რომელზეც ჩვენ გვესაუბრებიან, თავად ამ ღირებულებებს, არ არის სრულად ამ ღირებულებების ფარგლებში. ამდენი მოწოდების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის თუ სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებს, თუ რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მქონდა მათთან კომუნიკაცია ერთი წლის განმავლობაში. დამპირდნენ, რომ იქნებოდა გასაჯაროებული რამდენჯერმე. არცერთხელ ეს სიტყვა არ შესრულდა. დღემდე არის დაფარული რაში იხარჯება ფული. შემთხვევით შემდეგ ვიგებთ ხოლმე, რომ აშშ-ის ბიუჯეტის, ამერიკელი მოქალაქეების ფული შემოვლითი გზით იხარჯება პარტიების დაფინანსებაში, იხარჯება რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში, იხარჯება დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც არ არის კარგი ქართული საზოგადოებისთვის და, საბოლოო ჯამში, ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში“ , - აცხადებს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა