ჩვეულებრივი პლანტატორივით გვიბრძანეს, რომ ან მათი სურვილით ვიმოქმედებთ ან დავისჯებით - ქადაგიძე სენატორებზე

სულ ნახვები : 177
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ამერიკელი სენატორების წერილი, სადაც ჩვეულებრივი პლანტატორივით გვიბრძანეს, რომ ან მათი სურვილით ვიმოქმედებთ ან დავისჯებით, თავხედობის და უტიფრობის უმაღლესი გამოვლინებაა! - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამერიკელი სენატორების წერილი, სადაც ჩვეულებრივი პლანტატორივით გვიბრძანეს, რომ ან მათი სურვილით ვიმოქმედებთ ან დავისჯებით, თავხედობის და უტიფრობის უმაღლესი გამოვლინებაა! კორექტულადაც აღარ იწუხებენ თავს და პირდაპირ, მუქარით ცდილობენ თავზე გადაგვახიონ სუვერენიტეტი…

ჰოდა თუ გეგონათ, რომ სეტყვა მოვიდა, კი დაგხვდათ ქვა… საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება და ღიად გამოხატა შეშფოთება უცხო ქვეყნებიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის, ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის გადაკეთების მცდელობისა და უღმერთობის პროპაგანდირების გამო. ეს გზავნილია სრულიად საქართველოსთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე დგას და ახლა არის დრო, როდესაც მამულს, ენას და სარწმუნოებას ქუდზე კაცი ესაჭიროება!

უსამშობლოებს გეტყვით - იმდენად სულელები აღმოჩნდით, რომ ის ვერ გათვალეთ, უსამართლობა და უღმერთობა ქართველი ერისათვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებია. თუკი რაიმე ისტორიული გაერთიანება და ქართველი ერის გამთლიანების მაგალითებია ისტორიაში, ყველა უსამართლობის გამო და უღმერთობის წინააღმდეგ მოხდა.

ჰოდა ახლა, მიძინებული ქართველის ბუნება გააღვიძეთ და სრულიად ერი გააერთიანეთ. ქართველ ერთან ბრძოლა კი არავის მოუგია!

29 აპრილს მთელმა საქართველომ უნდა გავაწნათ სილა ადგილობრივ და საერთაშორისო რჯულის ნაძირალებს!“, - წერს ქადაგიძე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა