ავსტრიის ყოფილი კანცლერი მუშაობას ტრამპის ფანთან იწყებს

სულ ნახვები : 291
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ავსტრიის ყოფილ კანცლერ სებასტიან ქურცს ახალი სამსახური აქვს: ახალი წლიდან, ის პიტერ ტილთან იმუშავებს კალიფორნიაში. ტრამპის ფანი ოდესღაც Facebook-ის პირველი ინვესტორი იყო. 

როგორც ცნობილია, სებასტიან ქურცი მენეჯერულ სამუშაოს აშშ-ში 2022 წელს შეუდგება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი ვარაუდი გავრცელდა იმის შესახებ, თუ სად განაგრძობდა საქმიანობას  ყოფილი კანცლერი პოლიტიკური თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ. 

ახლა კი, როგორც ავსტრიული მედია წერს, უკვე დადასტურებულია, რომ  ყოფილი კანცლერი წლის  პირველ კვარტალში Thiel Capital-ში გლობალური სტრატეგად შეუდგება საქმიანობას.  

აღსანიშნავია, რომ გერმანული ფესვების მქონე მილიარდერ პიტერ ტილს ქურცი მრავალი წელია იცნობს. მედიაში მათი ე ერთობლივი ფოტოც კი გამოჩნდა, რომელიც  2017 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეა გადაღებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები