ოპოზიცია უნდა გახდეს ევროატლანტიკური მისწრაფებების მედროშე - ხატია დეკანოიძე

სულ ნახვები : 227
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იმის ფონზე, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რუსეთი ხელს უშლის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საუბრისგან თავს იკავენებ და პასიურობით გამოირჩევიან.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, როდესაც პასიურობს ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში მედროშის ფუნქცია ოპოზიციამ უნდა იკისროს, ამის შესახებ მან გადაცემა ,,დღის სტუმარში” ისაუბრა.

,,ოპოზიცია უნდა გახდეს ევროატლანტიკური მისწრაფებების მედროშე. Მიუხედავად ძალიან დიდი გამოწვევებისა და პრობლემებისა, რომელიც არსებობს და ხვალ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაკავონ, ამის მიუხედავად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან კიდევ უფრო გავამყაროთ ურთიერთობები”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილი გაავრცელა ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, სადაც ის აცხადებს, რომ რუსეთის წნეხის მიუხედავად საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა