გურამ მაჭარაშვილი - მთავარია, რომ დადგინდა დანაშაული და ფულის მითვისება

სულ ნახვები : 363
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მთავარია, რომ დადგინდა დანაშაული და ფულის მითვისება“, - ამის შესახებ Cnews-ს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, თავად ამ საქმის ადვოკატები, ხაზარაძე და მისი წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ფულის გათეთრება არ იყო და სხვა ბრალდება უნდა ყოფილიყო.

„სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანაშაულის ნიშნები, რაზეც საუბარი იყო ამ საქმეში ნამდვილად არსებობს, - ეს დადგინდა. რაც შეეხება კვალიფიკაციას, ფულის გათეთრება იქნებოდა თუ თაღლითობა ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება დავის საგანი იყოს, ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ არის თაღლითობა. ხშირად, თავად ამ საქმის ადვოკატები, ხაზარაძე და მისი წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ფულის გათეთრება არ იყო და სხვა ბრალდება უნდა ყოფილიყო, ანუ როგორც ჩანს, ისინიც ნაწილობრივ აღიარებდნენ ამ დანაშაულს. მთავარია, რომ დადგინდა დანაშაული და ფულის მითვისება. ფაქტია, რომ ფულის მითვისება მოხდა, მაგრამ თაღლითობით მოხდა თუ ფულის გათეთრების საფუძვლით, - ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია და არსებითი განსხვავება ამ შემთხვევაში არ არსებობს“, - აცხადებს Cnews-თან მაჭარაშვილი. 

ცნობისთვის, დღეს 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა