შალვა ნათელაშვილმა იაგო ხვიჩიას ხინკალი მოაგებინა

სულ ნახვები : 738
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გირჩის ერთი-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მოუთმენლად ელოდება პარლამენტში შალვა ნათელაშვილის შესვლას. როგორც ხვიჩიამ CNews-ს დაუკონკრეტა, მან ხინკალი თანაპარტიელ სანდრო რაქვიაშვილს მოუგო.

სანდრო რაქვიაშვილი იაგო ხვიჩიას ხინკალზე დაენიძლავა, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში არ შევიდოდნენ.

- ნათელაშვილმა გადაწყვიტა შემოვიდეს პარლამენტში, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რომ ეს არ მოხდეს. მე მოუთმენლად ველოდები მის შემოსვლას, მან ხინკალი მოაგებინა,  - ამბობს ხვიჩია.

ხვიჩიას თქმით, ნათელაშვილი გულწრფელი იყო როცა პარლამენტში შესულ ოპოზიციას და თავად პარლამენტს ლანძღავდა.

- ამ კაცს პარლამენტში მუშაობა არასდროს უნდოდა, - აცხადებს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა