მორის ყვითელაშვილი ფინალში მეოთხე ადგილით გავიდა

სულ ნახვები : 195
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დაიწყო ფიგურულად მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატი და ქართველი სპორტსმენი მორის ყვითელაშვილი ფინალში გავიდა. 34 მოციგურავეს შორის, 26 წლის სპორტსმენმა, მოკლე პროგრამაში მეოთხე შედეგი აჩვენა.

ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 92.76 (51.12 ტექნიკური ელემენტებისთვის 41.64 პროგრამული კომპონენტებისთვის) ქულა დაიმსახურა.

ქართველი სპორტსმენი მხოლოდ რუს მეტოქეებს ჩამორჩა: ანდრეი მოზალევი (99.76), მარკ კონდრატიუკი (99.06) და ევგენი სემენენკო (99.04).

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა 19 წლის ნიკა ეგაძეც, რომელიც 63.60 (30.46+34.14) ქულით, მხოლოდ 25-ე იყო. ფინალში კი, 24 საუკეთესო გადიოდა. შედეგად, ეგაძემ ასპარეზობა დაასრულა.

კაცთა ტურნირზე თავისუფალი პროგრამა 14 იანვარს გაიმართება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა