ჯოკოვიჩი ტიტულს ვერ დაიცავს წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე

სულ ნახვები : 245
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის უფლება არ აქვს და ქვეყანა უნდა დატოვოს- ავსტრალიის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია.

ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სერბი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის  საჩივარზე, ვიზის გაუქმებასთან დაკავშირებით. 

ჩოგბურთელის საჩივარი ვიზის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სამი მოსამართლის ჯეიმს ალსოპის, ენტონი ბესანკოსა და დევიდ ო'ს განცხადებით-"გადაწყვეტილება იყო ერთსულოვანი"

ვერდიქტის გასაჩივრებას ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს, ეს ნიშნავს, რომ 34 წლის ჯოკოვიჩი ტიტულს ვერ დაიცავს წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, მელბურნში.  მისი მიზანი იყო გამხდარიყო ერთადერთი რეკორდსმენი 21-ე ტიტულით დიდი სლემის ტურნირზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა